საფრანგეთის ნაკრებისა და არსენალის გულშემატკივრებს შეუძლიათ შვებით ამოსუნთქონ.
25 წლის ცენტრალურმა მცველმა, უილიამ სალიბამ, სამედიცინო ტესტები ჩაიტარა ზურგის ტრავმის სიმძიმის დასადგენად, რომელიც შაბათს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხის დროს გაუმიზეზდა. თავდაპირველად საფრანგეთში გავრცელებულმა ინფორმაციამ დიდი შიში გამოიწვია, რომ ფეხბურთელი რამდენიმე კვირას გამოტოვებდა და მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩებოდა.
RMC Sport-ის უახლესი ცნობებით, გამოკვლევის შედეგები ისეთი საგანგაშო არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდნენ. მართალია სალიბას ზურგის ტკივილები აწუხებს, თუმცა ის უკვე სამშაბათს შეუერთდება საფრანგეთის ნაკრებს.
მისი ფიზიკური კონდიციები უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ შემოწმდება. დიდი ალბათობით, მცველი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დაგეგმილ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს. საფრანგეთის ნაკრები ხუთშაბათს კოტ-დ’ივუარს უმასპინძლებს, მომავალ ორშაბათს კი ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება.