ნიკოლოზ ბასილაშვილმა სან მარინოს ჩელენჯერზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო.
ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 744-ე ჩოგანს, ამერიკელ მაიკლ ვრბენსკის დაუპირისპირდა და 3 სეტში დაამარცხა - 6:3; 3:6; 6:2.
მატჩში, რომელიც თიხის საფარზე გაიმართა, ბასილაშვილმა 15 ეისი მოაწოდა და 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა; პირველ მოწოდებაზე 38-დან 34 ქულა მოიგო (89%); ხოლო მეორეზე - 47-დან 22 (47%); 3 ბრეიკი შეასრულა, თავად კი მოწოდება ერთხელ დათმო.
ნიკა, რომელიც ATP-ის რეიტინგის 133-ე ნომერია, ტურნირზე მე-4 ნომრადაა განთესილი და მომდევნო წრეში ხორვატ კვალიფიკანტ მილი პოლიჩაკს (ATP-ის რეიტინგში 352-ე) შეხვდება.