სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2024 წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელის ნომინაციაზე 20 კანდიდატი დაასახელა და მათ შორის საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც მოხვდა.
სრული სია ასე გამოიყურება:
ლუის დე ლა ფუენტე - ესპანეთი
გარეტ საუთგეიტი - ინგლისი
დიდიე დეშამი - საფრანგეთი
რონალდ კუმანი - ნიდერლანდები
იულიან ნაგელსმანი - გერმანია
ვინჩენცო მონტელა - იტალია (თურქეთის ნაკრები)
მურათ იაქინი - შვეიცარია
ვილი სანიოლი - საფრანგეთი (საქართველოს ნაკრები)
ლიონელ სკალონი - არგენტინა
ნესტორ ლორენცო - არგენტინა (კოლუმბიის ნაკრები)
მარსელო ბიელსა - არგენტინა (ურუგვაის ნაკრები)
ფერნანდო ბატისტა - არგენტინა (ვენესუელის ნაკრები)
ჯესი მარში - აშშ (კანადის ნაკრები)
ტომას კრისტიანსენი - ესპანეთი (პანამის ნაკრები)
ემერს ფაე - კოტ დივუარი
ჯოზე პესეირო - პორტუგალია (ნიგერიის ნაკრები)
უგო ბროსი - ბელგია (სამხრეთ აფრიკის ნაკრები)
ბარტოლომე მარკესი - ესპანეთი (კატარის ნაკრები)
ჰუსეინ ამუატა - მაროკო (იორდანიის ნაკრები)
დარენ ბაზელი - ინგლისი (ახალი ზელანდიის ნაკრები)
აღნიშნული ნომინაციის გამარჯვებული 2022 და 2023 წლებში არგენტინის ნაკრების მწვრთნელი, ლიონელ სკალონი გახდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები