სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ერთა ლიგის A დივიზიონში საინტერესო მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში ბელგიამ ბრიუსელში საფრანგეთის ნაკრები მიიღო.
შეხვედრაში ანგარიშის გახსნა 23-ე წუთზე იური ტილემანსს შეეძლო, თუმცა მან პენალტი ზუსტად ვერ შეასრულა, მეორე მხრივ თავისი შანსი თერთმეტმეტრიანი დარტყმიდან 35-ე წუთზე რანდალ კოლო მუანიმ გამოიყენა და სტუმრები წინ გაიყვანა.
ფრანგები ტაიმის მოგებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა 48-ე წუთზე ლოი ოპენდამ შეძლო ანგარიშის გათანაბრება.
მე-60 წუთზე VAR-მა კუადიო კონეს ხელით გატანილი გოლი არ ჩაუთვალა, თუმცა აქედან 2 წუთში რანდალ კოლო მუანიმ დუბლი შეასრულა და სტურმრები კვლავ წინ გავიდნენ.
76-ე წუთზე საფრანგეთის ნაკრები კაცნაკლული დარჩა. ორელიან ჩუამენიმ მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ მატჩის დარჩენილ დროში ბელგიელებმა რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლეს და მატჩი ფრანგების გამარჯვებით 1-2 დასრულდა.
A ლიგას 4 ტურის შემდეგ 10 ქულით იტალია ლიდერობს, რომელმაც ისრაელი 4-1 დაამარცხა, საფრანგეთი 9 ქულთ მე-2 ადგილზეა, მე-3 პოზიციზე ბელგიაა 4 ქულით, ბოლოადგილოსან ისრაელს კი 0 ქულა აქვს.
პარალელურად გაიმართა მატჩი გერმანიისა და ნიდერლანდების ნაკრებებს შორის, რომლის ბედიც ერთმა გოლმა გადაწყვიტა.
გოლი მე-2 წუთზევე გავიდა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო ჯეიმი ლეველინგის გოლი არ ჩაითვალა.
საბოლოოდ 64-ე წუთზე შტუტგარტის 23 წლის შემტევმა მაინც შეძლო გერმანიის ნაკრებში თავისი სადებიუტო გოლის გატანა და ისე გამოვიდა, რომ ეს გოლი 3 ქულის მომტანიც აღმოჩნდა. ნაგელსმანის გუნდმა მეტოქე 1-0 დაამარცხა.
A ლიგის მე-3 ჯგუფს 4 ტურის შემდეგ გერმანია უდგას სათავეში 10 ქულით, ნიდერლანდებსა და უნგრეთს 5-5 ქულა აქვთ, ბოლო ადგილზე კი ბოსნიაა 1 ქულთ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები