საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში ლიონმა მეცს უმასპინძლა.
სამივე ქართველმა (გიორგი მიქაუტაძე, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი) მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.
25-ე წუთზე ანგარიში მალიკ ფოფანამ გახსნა, 30-ე წუთზე კი კორენტინ ტოლისომ სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში ერთი გოლი გავიდა. 83-ე წუთზე მატჩს წერტილი ადამ კარაბეცმა დაუსვა და საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქსირა.
გიორგი მიქაუტაძემ თამაში სრულად ჩაატარა, წიტაიშვილი და აბუაშვილი კი 62-ე წუთზე შეცვალეს.
მიქაუტაძემ კარში ზუსტად 3-ჯერ დაარტყა, მისი 4 დრიბლინგიდან 3 წარმატებული იყო, 17-დან კი 15 ზუსტი პასი გააკეთა. აბუაშვილის 27 პასიდან ყველა ზუსტი იყო, წიტაიშვილმა კი 5-დან 3 დუელი მოიგო და მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მიქაუტაძის გუნდს 2 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს ლიონი მარსელის წინააღმდეგ გამართავს. მეცმა კი ორივე თამაში წააგო, შემდეგ ტურში ქართველების გუნდი პარიზს ესტუმრება.