• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
"საქართველო და რუმინეთი ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდებია" - რასი ერასმუსი
ქართულიქართული
სხვა სპორტისხვა სპორტი

"საქართველო და რუმინეთი ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდებია" - რასი ერასმუსი

04 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ნაკრები 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფში ტურნირის ბოლო ორი გათამაშების (2019 და 2023) ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, იტალიასთან და რუმინეთთან ერთად მოხვდა.

სამხრეთ აფრიკელთა მთავარმა მწვრთნელმა, რასი ერასმუსმა მეტოქეების შესახებ კომენტარი გააკეთა:

"ეს მსოფლიო თასია და ნებისმიერი გუნდი უდიდესი ვნებითა და მოტივაციით ითამაშებს, ამ ტურნირზე სიურპრიზები ყოფილა, ამიტომ ჩვენ გვჭირდება, ყველა მატჩისთვის მენტალურადაც და ფიზიკურადაც მზად ვიყოთ.

შესაძლებელია, რომ იტალია მსოფლიო რეიტინგის მე-10 ადგილზე იყოს. წლის განმავლობაში მათ თავიანთი ძალა გვიჩვენეს იმ ფონზეც, რომ ეს შეიძლება იმ მატჩების ანგარიშებში ნაკლებადაა გამოხატული.

საქართველო და რუმინეთი ფიზიკურად ძალიან ძლიერი და მაღალი მუხტით მოთამაშე გუნდებია, მათთან ადრეც გვითამაშია. ასე რომ, კარგად ვიცით, როგორ გართულდება ყველაფერი, თუკი სივრცეებსა და თავიანთი პოტენციალის გამოვლენის საშუალებას მივცემთ", - განაცხადა სამხრეთ აფრიკელთა დამრიგებელმა, რომელიც გუნდს სათავეში მეორედ 2024 თებერვალში დაინიშნა. იქამდე მან, 2019 წლის მსოფლიო თასზე, გუნდს ისტორიაში მე-3 ჩემპიონობა მოაპოვებინა.

საქართველოს ნაკრებს სამხრეთ აფრიკასთან ისტორიაში 3 ურთიერთშეხვედრა აქვს ჩატარებული - 2021 და 2025 წლებში ამხანაგურ შეხვედრებში დავმარცხდით.

2003 წელს, ჩვენთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე ჯგუფში სწორედ მათთან მოვხვდით და 19:46 წავაგეთ. იმ შეხვედრაში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა - მსოფლიო თასებზე პირველი ქართული ლელო დავდეთ და მისი ავტორი დავით დადუნაშვილი გახლდათ.

2027 წლის მსოფლიო თასზე სულ 6 ჯგუფია, თითოეულიდან 2-2 საუკეთესო პლეი-ოფში პირდაპირ გავა, ასევე ამავე საგზურს მიიღებს 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც.

ისტორიაში რიგით მე-11 მსოფლიო თასი ავსტრალიაში, 1-ელი ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, გაიმართება.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

2 მედალი - ზემო ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი შედგა

•ქართული

ქართული

2 მედალი - ზემო ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი შედგა
•ქართული

ქართული

VIDEO: ცვლილებაზე შევიდა და 2 ასისტი გააკეთა - ნონიკაშვილის გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ცვლილებაზე შევიდა და 2 ასისტი გააკეთა - ნონიკაშვილის გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: თოკო MVP გახდა - ბარსამ სტუმრად მოიგო და მე-3 ადგილი გაიმყარა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: თოკო MVP გახდა - ბარსამ სტუმრად მოიგო და მე-3 ადგილი გაიმყარა
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: საქართველომ რუმინეთს მოუგო და ანთიმოზ ივერიელის თასი მეოცედ მოიპოვა

•ქართული

ქართული

VIDEO: საქართველომ რუმინეთს მოუგო და ანთიმოზ ივერიელის თასი მეოცედ მოიპოვა
•ქართული

ქართული

News image

08 მარ, 2026

2 მედალი - ზემო ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი შედგა

News image

5 სთ წინ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება