2025 წლის ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბორჯღალოსნები ირლანდიას დაუპირისპირდებიან.
ირლანდია ტიერ 1-ის მესამე (შოტლანდიისა და იტალიის შემდეგ) და ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, რომელიც საქართველოს ეწვევა. ირლანდია ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებულია.
ცნობილია გუნდების შემადგენლობები:
საქართველო - ახალაძე, კარკაძე, აფციაური, ბაბუნაშვილი, ჩაჩანიძე, ივანიშვილი, საღინაძე, ჯალაღონია, ლობჟანიძე, მატკავა, თოდუა, კვესელაძე, თაფლაძე, ტაბუცაძე, ნინიაშვილი.
ირლანდია - ბოილი, მაკკარტი, კლარკსონი, იზუჩუკვუ, მარი, ბეირდი, ტიმოუნი, კუმბსი, კეისი, პრენდერგასტი, სტოკდეილი, მაკკლოსკი, ოსბორნი, ტომი ო'ბრაიენი, ჯიმი ო'ბრაიენი.
მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.