საქართველო - ესპანეთი
საქართველოს ნაკრები თავის მომდევნო მატჩს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში გამართავს.
ეროვნული გუნდი 15 ნოემბერს, დინამო არენაზე ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. გუნდებს შორის პირველი მატჩი ელჩეში შედგა და ფურია როხას გამარჯვებით 2-0 დასრულდა.
4 ტურის შემდეგ საქართველო ჯგუფში 3 ქულით მე-3 ადგილზეა, ესპანეთმა კი ოთხივე მატჩი მოიგო და 12 ქულით ჯგუფს ლიდერობს. 9 ქულით მეორე ადგილზე თურქეთის ნაკრებია.
საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები biletebi.ge-ზე კვლავ იყიდება.