უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება. 23 მარტს კი, ეროვნული გუნდი მეტოქეს დინამო არენაზე უმასპინძლებს.
დინამო არენაზე გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება.
საქართველო - სომხეთის თამაშის ბილეთის ფასი 20, 40, 70 და 100 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია.
TKT.GE-ზე გაიყიდება ერევანში, 20 მარტს გასამართ მატჩზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთებიც. ბილეთების გაყიდვა 28 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება.
გასვლითი მატჩის ბილეთის ფასი 10 ლარია. ამ შემთხვევაში თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენა შეუძლია. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქვეყნებს.
საქართველოს ნაკრების კალენდარი 2025