თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, 24 ივლისს ხმლით მოფარიკავე კაცებმა და რაპირით მოფარიკავე ქალებმა იასპარეზეს.
კაცები/ხმალი - ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, გიორგი ურუშაძე.
ქალები/რაპირა - ლიზა თაყაიშვილი, ანანო ჯინჭარაძე, ნინო გუდამათიაშვილი, მარიამ ელიავა.
კაცები/ხმალი
ჯგუფი 3
ბექა ბაზაძემ ჯგუფში 4 ბრძოლა მოიგო, უპირატესობით T128 გამოტოვა და პრე64-ში გავიდა.
გეორგე დრაგომირი (რუმინეთი) 5-4 ბაზაძე
ბაზაძე 4-5 მატეო ნერი (იტალია)
ბაზაძე 5-3 აჰმედ ჰეშამი (ეგვიპტე)
ისლამბეკ აბდაზოვი (უზბეკეთი) 2-5 ბაზაძე
ბაზაძე 5-1 აბას ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)
ბაზაძე 5-3 ფილიპ ვალენიუსი (შვედეთი)
ბაზაძემ პრე64-ში ჰონგ კონგელ სე ლონგ აარონ ჰოს 15-14 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ჯგუფი 13
გიორგი ურუშაძემ ჯგუფში 6 მატჩიდან ერთი მოიგო.
ურუშაძე 3-5 რადუ ნიტუ (რუმინეთი)
კამილ იბრაგიმოვი (ნეიტრალური) 5-2 ურუშაძე
ტოდორ სტოიჩევი (ბულგარეთი) 5-3 ურუშაძე
ურუშაძე 2-5 ოსკარ ფერნანდეს ბლანკო (ესპანეთი)
ურუშაძე 4-5 გიბრან ზეა (მექსიკა)
დიმიტრიოს კაფატარიდისი (საბერძნეთი) 4-5 ურუშაძე
ჯგუფი 17
ვახტანგ არჩვაძე 3 მოგებული ბრძოლით T128-ში გავიდა.
არჩვაძე 5-3 მურად აკბაროვი (აზერბაიჯანი)
არჩვაძე 5-2 ელიოტ ბარეტო (მექსიკა)
არტიომ სარქისიანი (ყაზახეთი) 5-3 არჩვაძე
დავიდ შლომო ფრუმგარზცი (ისრაელი) 2-5 არჩვაძე
არჩვაძე 3-5 ლეონ შლაფერი (გერმანია)
შიდო ცუმორი (იაპონია) 5-2 არჩვაძე
T128-ში არჩვაძე ბრაზილიელ ვინს ლიუსთან დაძაბულ ბრძოლაში 15-14 დამარცხდა.
დღეს ქართველი მსაჯიც ემსახურებოდა მსოფლიო ჩემპიონატს კახა მახარაძის სახით.
ხვალ 1/32 ფინალში სანდრო ბაზაძე პოლონელ კშიშტოფ კაჩკოვსკის დაუპირისპირდება, ბექა ბაზაძე კი უნგრელი კრისტიან რაბს შეხვდება. ძირითადი ტაბლოდან ბრძოლები ხვალ 09:00 საათიდან დაიწყება.
ქალები/რაპირა
ჯგუფი 1
ლიზა თაყაიშვილმა ჯგუფში 3 ბრძოლა მოიგო, T128 გამოტოვა და პრე64-ში გავიდა.
თაყაიშვილი 2-5 მარიანა პისტოია (ბრაზილია)
სერა აზუმა (იაპონია) 5-1 თაყაიშვილი
სარა კამაჩო (მექსიკა) 1-5 თაყაიშვილი
თაყაიშვილი 5-1 ვალენტინა ოლივერა (ურუგვაი)
თაყაიშვილი 5-2 მეგან ელიოტი (დიდი ბრიტანეთი)
ნურან ბ'ჩირი (ტუნისი) 5-2 თაყაიშვილი
თაყაიშვილი პრე64-ში უნგრელ ერიკა ნეკიფორთან 15-9 დამარცხდა.

ჯგუფი 4
ანანო ჯინჭარაძე 2 მოგებული ბრძოლით T128-ში შევიდა.
ჯინჭარაძე 3-5 კანუპრია კანუპრია (ინდოეთი)
ჯინჭარაძე 4-5 ჯორჯინა მორალესი (მექსიკა)
სოფია აკტაიევა (ყაზახეთი) 4-5 ჯინჭარაძე
ანიტა ბლაზი (საფრანგეთი) 5-1 ჯინჭარაძე
ჯინჭარაძე 3-5 შიაოშუან ჰანი (ჩინეთი)
ჯინჭარაძე 5-1 ინგრიდ მიტი ბიკფალვი (რუმინეთი)
ჯინჭარაძემ T128-ში სინგაპურელ ქლო ვანი ნგის დაძაბულ ბრძოლაში 15-14 მოუგო, შემდეგ კი ასევე სინგაპურელ კემეი ჩონგთან 15-3 წააგო.

ჯგუფი 6
ნინო გუდამათიაშვილმა ჯგუფში ყველა შეხვედრა დათმო.
მიხალა ილეკოვა (ჩეხეთი) 5-1 გუდამათიაშვილი
მინა დევი ნაორემი (ინდოეთი) 5-3 გუდამათიაშვილი
გუდამათიაშვილი 2-5 მალინა ჩალუგარეანუ (რუმინეთი)
გუდამათიაშვილი 2-5 მარია სტამოსი (საბერძნეთი)
კაროლინ ჟურავსკა (პოლონეთი) 5-1 გუდამათიაშვილი
გუდამათიაშვილი 3-5 ჯიჰი პარკი (სამხრეთ კორეა)'
ჯგუფი 9
მარიამ ელიავამ ჯგუფში ერთი მატჩის მოგება შეძლო.
რაფაელა გომესი (ბრაზილია) 5-3 ელიავა
მარტინა იელინსკა (პოლონეთი) 5-1 ელიავა
ელიავა 5-3 ვერონიკა გონჩაროვა (ლუქსემბურგი)
ელიავა 1-5 კემეი ჩონგი (სინგაპური)
ნოკ სე დაფნე ჩანი (ჰონგ კონგი) 5-0 ელიავა
ელიავა 0-5 კულჟან ტუსუპბეკოვა (ყაზახეთი)