ევრო 2024-ს საქართველოს ნაკრების მატჩებზე ყველა ბილეთი რამდენიმე საათში გაიყიდა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში Geo Team ავრცელებს.
"ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ქართველ გულშემატკივართა სექტორისთვის სამივე მატჩზე განკუთვნილი 10,000-ვე ბილეთი გაყიდულია."
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები ჯგუფში თურქეთს, ჩეხეთს და პორტუგიას დაუპირისპირდება. მატჩები 18, 22 და 26 ივნისს გაიმართება.