მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები რიგაში უკრაინას დაუპირისპირდა.
შეხვედრის პირველი მეოთხედი თანაბრად წარიმართა და უკრაინელთა გამარჯვებით 30-27 დასრულდა.
მეორე მეოთხედში უკრაინელებმა უპირატესობის გაზრდა მოახერხეს და პირველი ტაიმი 8-ქულიანი უპირატესობით, 49-41 მოიგეს.
მეორე ტაიმში ქართველებმა თამაშის მოტრიალება ვერ შეძლეს და საბოლოოდ მატჩი უკრაინელთა 19-ქულიანი უპირატესობით, 95-76 მორჩა.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მარკის რიდი იყო, რომელმაც 18 ქულა დააგროვა, თორნიკე შენგელიას ანგარიშზე კი 13 ქულა იყო.
ამ მატჩში გამარჯვება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ ჯგუფის მოგებები გუნდს შემდეგ ჯგუფურ ეტაპზეც გადაჰყვება.
მომდევნო შეხვედრას ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი 5 ივლისს, თბილისში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.