რიგაში უკრაინასთან განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა და ესპანეთთან შეხვედრისთვის მოემზადა.
დღეს „ჯვაროსნებმა“ პირველი ვარჯიში ჩაატარეს. აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი სრულყოფილი საწვრთნელი პროცესი, რომელსაც ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი თამაშებს შორის არსებულ დროში ასწრებს.
მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა და მატჩის მიღმა ისევ ვილი ისიანი, სანდრო სანაძე და გიორგი კობახიძე დატოვა.
12-კაციანი შემადგენლობა ასეთია: მერკვილაძე, რიდი, ანდრონიკაშვილი, ჯინჭარაძე, ბურჯანაძე, სანაძე, ტურძილაძე, კორსანტია, ფევაძე, შენგელია, ბითაძე, ოჩხიკიძე.
საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული გუნდების დაპირისპირება 5 ივლისს, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართება. მატჩი 19:15 საათზე დაიწყება.