საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დანიასთან მატჩებისთვის ცნობილია.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 2 მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი დანიის ეროვნულ ნაკრებს ჯერ კოპენჰაგენში, შემდეგ კი თბილისში დაუპირისპირდება. მატჩები შესაბამისად 27 თებერვალსა და 2 მარტს გაიმართება.
ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი 2 მარცხით დაიწყო. საქართველომ 27 ნოემბერს შინ უკრაინასთან წააგო, 30-ში კი სტუმრად, ესპანეთთან. 2 მარცხის შემდეგ ჯიკიჩის გუნდს მოგებები სჭირდება, რათა ჯგუფიდან გასვლა მოახერხოს.
ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოახლოვებული მატჩებისთვის მზადებას ხვალიდან დაიწყებს.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ახალი ნატურალიზირებული მოთამაშე დაემატა
