მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოსა და ბაჰრეინის ნაკრებების ამხანაგური მატჩი გაიმართა.
გუნდებს შორის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი ქართველებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს.
52-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ოთარ კიტეიშვილის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ლუკა ლოჩოშვილმა ანგარიში გახსნა.
77-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული გიორგი კვერნაძის საჯარიმოში წაქცევის გამო პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში (2-0) დააფიქსირა.
კვარაცხელიას მანამდე კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, თუმცა მისი თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.
ივნისის პირველი ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან ფრედ 1-1 დაასრულა, მეორე შეხვედრაში კი ბაჰრეინს 2-0 მოუგო.
კვარაცხელიას 23-ე გოლი - საქართველოს ნაკრების ბომბარდირები