მარტის სანაკრებო მატჩებისთვის რამაზ სვანაძემ განაცხადი დაასახელა.
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები: საბა გოგლიჩიძე (ემპოლი), საბა ხვადაგიანი (მაკაბი ნეთანია), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (იბერია 1999), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), დავით ზურაბიანი (კოლხეთი ფოთი 1913), ლუკა ლაცაბიძე (შახტარი დონეცკი).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), ნიკოლოზ სიხარულაშვილი (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913).
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 22 მარტს ამხანაგურ მატჩში თურქეთს დაუპირისპირდება, 26 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გიბრალტარს ესტუმრება.