მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თურქეთის ქალაქ ანტალიაში სერბეთს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში ბაზელის ნახევარმცველმა, გაბრიელ სიგუამ მე-11 წუთზე გახსნა. 28-ე წუთზე, სტუმრებმა პენალტით გაათანაბრეს, მაგრამ ტაიმის ბოლოს, თორნიკე მორჩილაძემ მისივე წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი პანენკას სტილში შეასრულა და ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა (1-2).
შეხვედრაში საბოლოო ანგარიში (1-3) ირაკლი იაკობიძემ დააფიქსირა, რომელმაც სტანდარტულის დროს, საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ბურთი სერბების კარში შეაგდო.
შეგახსენებთ, რომ პირველ ამხანგურ შეხვედრაში, რამაზ სვანაძის გუნდმა ფინეთი უხვგოლიან დაპირისპირებაში 4-2 დაამარცხა. გოლები საბა ხვადაგიანმა, საბა მამაცაშვილმა, ოთო და გიზი მამაგეიშვილებმა გაიტანეს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები