დინამო თბილისში სატრანსფერო სიახლეებია.
დედაქალაქური კლუბის ცნობით, ნანა კოფი დონკორისა და აბდულაი იოროსთან საიჯარო ხელშეკრულება დასრულდა. ნანა კოფი დონკორი გორის დილას დაუბრუნდა, ხოლო აბდულაი იორო - ბაშაქშეჰირს.
ასევე ოფიციაური განცხადებით, დინამოში გვინეის ნაკრების ფორვარდი ალგასიმ ბა ითამაშებს. 23 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი, რომელიც ძალაში პირველი ივლისიდან შევა, 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
ალგასიმ ბა პირეოსის ოლიმპიაკოსში ასპარეზობდა, შემდეგ კი კარიერა ნიქოზიის აპოელში გააგრძელა. ბოლოს იჯარით კრასავაში გამოდიოდა. ასევე უთამაშია გვინეის ყველა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში.
გუნდის რიგებს კვიპროსელი მცველი პარის ფსალტისიც შეემატა. 29 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა.
პარის ფსალტისი სხვადასხვა დროს ერმის არადიპუს, ოლიმპიაკოს ნიქოზიას, ომონიას და ეთნიკოსის ღირსებას იცავდა. უთამაშია კვიპროსის ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებში.