მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ცნობილი გახდა, რომ UFC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონი, ბელალ მუჰამედი ტიტულს 11 მაისს UFC 315-ზე დაიცავს. მისი მეტოქე ჯეკ დელა მადალენა იქნება.
სატიტულო ბრძოლის მთავარ კანდიდატად შავკატ რახმანოვი იყო მიჩნეული, თუმცა ყაზახი მებრძოლი ტრავმირებულია და მაისამდე გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს.
"დიდი მადლობა UFC-ის, რომ ქამარზე ბრძოლა პირველი მე შემომთავაზა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო მაისისთვის მზად ვერ ვიქნები. გამარჯვებულს მოგვიანებით შევხვდები." - წერს შავკატი სოციალურ ქსელში.
მადალენა ქვესაშუალო წონის რეიტინგის მე-4 მებრძოლია.
ცნობილია, ვინ იბრძოლებს თოფურიას მიერ გათავისუფლებული საჩემპიონო ქამრისთვის
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები