1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ იუნაიტედის თანამფლობელმა, სერ ჯიმ რეტკლიფმა BBC-სთან ინტერვიუში კლუბში არსებულ სიტუაციაზე, მწვრთნელსა და მოთამაშეებზე ისაუბრა.
"თუ იმ შემადგენლობას შევხედავთ, რომელიც რუბენ ამორიმის განკარგულებაშია, ვფიქრობ, ის ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებს. ამორიმი ბრწყინვალე ახალგაზრდა მწვრთნელია და ვფიქრობ, ის იუნაიტედში დიდი ხანი იქნება.
ჩვენ ანტონი, კაზემირო, ონანა, ჰოილუნდი და სანჩო ვიყიდეთ. ეს წარსული მემკვიდრეობაა და უნდა გამოვასწოროთ. ზოგიერთი მოთამაშე არ არის საკმარისად კარგი, ზოგს კი ზედმეტს ვუხდით. იმ შემადგენლობის ჩამოყალიბებას, რომელზეც სრულად ვიქნებით პასუხისმგებელი, დრო სჭირდება.
ნელ-ნელა ვიწყებთ იმის დანახვას, რა შეუძლია რუბენ ამორიმს, მაგალითად არსენალთან. რამდენი მოთამაშე იცანით იმ მატჩში სათადარიგო სკამზე? რუბენი დიდებულ სამუშაოს ასრულებს. ამორიმს ზაფხულში გამოყოფილი ბიუჯეტი ექნება, რა თქმა უნდა, ეს შეიცვლება იმის მიხედვით, თუ ვის გაყიდვას გადაწყვეტს ის.
შემადგენლობაში დიდებული მოთამაშეები გვყავს, კაპიტანი საოცარი ფეხბურთელია. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ბრუნო, ის ფანტასტიკურია.
მოგების მისაღებად მეინოსა და გარნაჩოს გაყიდვას არ ვაპირებთ. ფინანსურ სიტუაციაზე სხვა გზებით ვიზრუნებთ.
სანჩოს ყიდვისთვის, რომელიც ახლა ჩელსიში თამაშობს და ნახევარ ხელფასს ჩვენ ვუხდით, ზაფხულში 17 მილიონი ფუნტი უნდა გადავიხადოთ. სულ რომ არავინ დავიმატოთ ამ ზაფხულს, 89 მილიონი ფუნტი უნდა გამოვყოთ იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც ჩვენთან არ არიან.
კლუბში ფული აღარ არის დარჩენილი და ეს ჩემი 300 მილიონის შემდეგ, მაგრამ 3-5 წელიწადში მანჩესტერ იუნაიტედი ყველაზე მომგებიანი კლუბი იქნება მსოფლიოში.
2028 წელს პრემიერ ლიგის მოგება? არ ვფიქრობ, რომ ეს შეუსრულებელი მისიაა. მგონია, რომ კარგია ასეთი მიზნების ქონა." - განაცხდა რეტკლიფმა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები