ილია თოფურია ოქტაგონს უბრუნდება!
ქართველმა მებრძოლმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და კრიტიკოსებს ხისტი პასუხი გასცა.
„საბოლოო სამედიცინო ტესტებიც ჩატარებულია. მე დავბრუნდი. ყველა იმ კლოუნს, რომლებიც მთელი ეს დრო სულელურად ლაპარაკობდნენ და ჩამომწერეს - აქ ვარ და ვნახოთ, ვის ეყოფა სიმამაცე.
მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მომავალში დავრწმუნდები, რომ ჯასტინის ხელთათმანებს კარგად შეამოწმონ, რათა შიგნით რაიმე უცნაური არ ჩადოს. მალე შევხვდებით", - წერს სოციალურ ქსელში ქართველი.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლის შემდეგ მძიმე დაზიანებები მიიღო და აღდგენით პროცესს გადიოდა. ახლა კი UFC-ის ყოფილი ჩემპიონი სრულ მზადყოფნაშია და რევანშისთვის ან ახალი ბრძოლისთვის ემზადება.