ვოიცეხ შესნის მიაჩნია, რომ ბარსელონას წაუგებელ სერიაში მისი წვლილი დიდი არ არის.
კატალონიელები ლა ლიგაში 2024 წლის დეკემბრიდან არ მარცხდებიან.
„ვფიქრობ, ეს დიდწილად გარკვეული მოვლენათა განვითარების დამსახურებაა. ჩემი წვლილი იმაში, რომ დიდი ხანია არ ვაგებთ, საკმაოდ მინიმალურია.
გუნდი კარგ ფეხბურთს აჩვენებს, ბევრ გოლს იტანს. ვცდილობ, საქმე არ გავუფუჭო, მეტი არაფერი.
უბრალოდ გამიმართლა, რომ მაშინ დავიწყე თამაში, როცა გუნდი გამარჯვებების გზას დაადგა.
მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, თუ როგორ ვიცავთ ჩვენ თავს. ჩემს საქმეს ის ამარტივებს, რომ ფეხბურთელებს თავის დაცვა კარგად გამოსდით - დარტყმებს ბლოკავენ, ორთაბრძოლებს იგებენ. ისეთი დაცვა გვყავს, შემიძლია თამაშის დროს წავიდე და ერთი ღერი სიგარეტი მოვწიო." - აღნიშნა ბარსელონას მეკარემ.