კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 2030 წლამდე დარჩება.
Globo-ს ინფორმაციით, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციასა და იტალიელ სპეციალისტს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეული აქვთ.
ახალი ხელშეკრულება 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე იქნება გათვლილი და მისი ოფიციალურად გაფორმება თებერვლის პირველ კვირებშია მოსალოდნელი.
ამჟამად ანჩელოტი წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელებს შორის ყველაზე მაღალი ხელფასია. ასევე შეთანხმება ითვალისწინებს 5მილიონიან ბონუსს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისთვის.
წინა ხელშეკრულებით ანჩელოტი ნაკრებთან 2026 წლის მუნდიალის ბოლომდე იყო დაკავშირებული.