ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გრანიტ ჯაკა კარიერას სანდერლენდში გააგრძელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, ლევერკუზენი მოთამაშის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებს, ჯაკა კი ახალ კლუბთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.
32 წლის ნახევარმცველს ლევერკუზენისგან მწვანე შუქი აქვს, რომ ინგლისში ჩაფრინდეს და სანდერლენდთან კონტრაქტს ხელი მოაწეროს.
სანდერლენდმა პრემიერ ლიგის საგზური გასული სეზონის ბოლოს მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ჯაკას პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. ის 2016-2023 წლებში არსენალში ასპარეზობდა, შემდეგ კი კარიერა ბუნდესლიგაში გააგრძელა, სადაც ლევერკუზენთან ერთად გერმანიის ჩემპიონი გახდა.