ალეხანდრო გრიმალდო მადრიდის ატლეტიკოში ითამაშებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ყველა მხარეს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს.
ლევერკუზენის ბაიერი საბოლოო შეთავაზებას დათანხმდა, რომლის საერთო ღირებულება ბონუსების ჩათვლით 20 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს.
გრიმალდოს მხოლოდ ატლეტიკოში გადასვლა სურდა. პირადი კონტრაქტის პირობები გასულ კვირას შეთანხმდა, ახლა კი ტრანსფერიც საბოლოოდ გაფორმებულია.
ესპანელი მარცხენა მცველი ლევერკუზენში 2023 წელს ბენფიკადან გადავიდა და გუნდთან ერთად ისტორიული ბუნდესლიგა მოიგო.