ინტერ მაიამიმ კაზემიროს ტრანსფერი შეათანხმა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ყველა მხარეს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და ყველა ფორმალური საკითხიც მოგვარებულია.
ახლა მხოლოდ კონტრაქტზე ხელმოწერა და ოფიციალური განცხადებაა დარჩენილი.
ბრაზილიელ ნახევარმცველს ლიონელ მესისთან ერთად თამაში სურს და კარიერის გაგრძელებას MLS-ში აპირებს.
34 წლის კაზემირომ მანჩესტერ იუნაიტედი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.