ტეო ერნანდესი კარიერას მილანიდან საუდის არაბეთის ალ ჰილალში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია.
ალ ჰილალი ტეოს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებს - უახლოეს პერიოდში ფრანგი ერ რიადში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერს ხელს.
იწერება, რომ ტეოს წლიური ხელფასი დაახლოებით 20 მილიონი ევრო იქნება წელიწადში.
თავდაპირველად ფრანგმა ალ ჰილალის შემოთავაზებაზე უარი თქვა, რადგან ევროპაში სურდა დარჩენა, თუმცა საბოლოოდ მაინც საუდის არაბეთში გადაწყვიტა გადასვლა.