შონ დაიჩმა განაცხადა, რომ მას „არ ესმის“, რატომ გაათავისუფლეს ნოტინგემ ფორესტის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან.
გათავისუფლების შემდეგ პირველად, The Football Boardroom პოდკასტში საუბრისას, დაიჩმა აღიარა, რომ მის წასვლაში ფეხბურთელთა უკმაყოფილებამაც ითამაშა როლი, თუმცა მან პასუხისმგებლობის ნაწილი „კლავიატურის მებრძოლებსაც“ დააკისრა.
თავის წასვლაზე საუბრისას დაიჩმა თქვა:
„თუ სტატისტიკასა და ფაქტებს შეხედავთ, თუნდაც ბოლო თამაშის შემდეგ, ვულვზის წინააღმდეგ, იმ დროს ჩვენი მიმდინარე ფორმა პრემიერ ლიგაში მეცხრე ადგილზე გვაყენებდა.
სტატისტიკა და ფაქტები ნათლად იყო, დღის სინათლესავით. ჩემი შედეგების მიხედვით, იმ დროიდან, როცა იქ მივედით (ოქტომბერში), იქამდე როცა დავასრულეთ, პრემიერ ლიგაში მე-12 ადგილზე ვიქნებოდით.
ასე რომ, ფაქტობრივ მონაცემებსა და ანალიზზე დაყრდნობით, ვერ ვხვდები მიღებული გადაწყვეტილებების მიზეზს. მაგრამ ფეხბურთი იცვლება და ჩვენ ამას მოვესწარით.“
ნოტინგემმა ამ სეზონში უკვე 3 მწვრთნელი გამოიცვალა - ნუნუ ეშპირიტუ სანტუ, ენჯ პოსტეკოგლუ და შონ დაიჩი. ახლა კი ფორესტს ვიტორ პერეირა წვრთნის.
ნოტინგემი ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-17 ადგილს იკავებს და გასავარდ ზონაში მყოფ ვესტ ჰემთან ქულებით თანაბრად არის.