რომის მასტერი, რომელიც სეზონის მეორე გრენდ სლემს, როლან გაროსს უძღვის წინ, ოფიციალურად დასრულდა.
კაცთა თანრიგში გამარჯვება, ისევე, ამ სეზონის წინა ოთხივე მასტერსზე გამარჯვება იანიკ სინერმა მოიპოვა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ნორვეგიელი მეტოქე კასპერ რუუდი ორ სეტში, 6:4 6:4 დაამარცხა.
ამ ტურნირზე სინერმა ნოვაკ ჯოკოვიჩის რეკორდიც დაამხო მასტერსზე ზედიზედ მოგებული მატჩების რაოდენობით - ნოვაკის რეკორდი 31 გამარჯვება იყო, იანიკმა კი უკვე ზედიზედ 34 დააგროვა და როგორც ჩანს, გაჩერებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში იტალიელმა ინდიან უელსის, მაიამის, მონტე კარლოს და მადრიდის მასტერსების მოგება შეძლო. წინა სეზონის გათვალისწინებით, სადაც სინერმა ბოლო, შანხაის მასტერსი მოიგო, იანიკს უკვე ზედიზედ 6 ასეთი ტურნირი აქვს მოგებული.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ მადრიდის მასტერსის მსგავსად, რომში მონაწილეობა ვერ მიიღო კარლოს ალკარასმა, რომელიც მაჯის ტრავმის გამო როლან გაროსსაც გამოტოვებს.