ბრაზილიასთან 4-1 მოგებული მატჩის შემდეგ არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ რაფინიას შესახებ კომენტარი გააკეთა.
"რაფინიას ვპატიობ, რადგან ვიცი, რომ მას ეს ძალით არ გაუკეთებია, ის თავის ქვეყანას იცავს. დარწმუნებული ვარ, რომ მას ვინმესთვის ტკივილის მიყენება არ უნდოდა.
არ არის საჭირო განცხადებები ასეთი თამაშისთვის. ასე რაფინიას ნათქვამის გამო არ გვითამაშია." - განაცხადა ალბისელესტეს თავკაცმა.
მატჩამდე რაფინიამ რომარიოსთან პოდკასტში განაცხადა, რომ ისინი ბრაზილია არგენტინას დაამარცხებდა და თავად გოლსაც გაიტანდა.
თამაშის დროს და დასრულების შემდეგ კი არგენტინელი მოთამაშეები და გულშემატკივრები ბრაზილიელს თავის ნათქვამს ახსენებდნენ, მათ შორის იყო ნიკოლას ოტამენდი, რომელმაც რაფინიას უთხრა: "ნაკლები ილაპარაკე"
VIDEO: მესის გარეშე არგენტინამ ბრაზილია გაანადგურა და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა