ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

სკეიტბორდინგი ოლიმპიადაზე - რა უნდა ვიცოდეთ
სხვა სპორტისხვა სპორტი

სკეიტბორდინგი ოლიმპიადაზე - რა უნდა ვიცოდეთ

29 ივლ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ოლიმპიადაზე გულშემატკივრების ყურადღების ქვეშ სპორტის ბევრი სახეობა ექცევა, ეს მრავალფეროვნება მაყურებელს იზიდავს და მათ საშუალებას აძლევს, რომ ბევრი სიახლე აღმოაჩინოს.


წელს პარიზში უკვე მეორედ ოლიმპიურ თამაშებზე სკეიტბორდინგს ვხედავთ. ამ სპორტის დებიუტი 2021 წელს ტოკიოში შედგა.


სკეიტბორდინგში 4 ღონისძიება ტარდება - კაცთა და ქალთა კატეგორია კიდევ 2-2 დისციპლინად იყოფა - პარკისა და ქუჩის სკეიტბორდინგი.


სადებიუტო ოლიმპიადამ იაპონელების დომინაციით ჩაიარა და მათ 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 


სკეიტბორდინგში ასაკით პატარა სპორტსმენებს შევხვდებით, მაგალითისთვის 2021 წელს ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონი 13 წლის მომიჯი ნიშია გახდა.


წელს პარიზში ამ სპორტის სახეობაში 88 სპორტსმენი ასპარეზობს, ერთი ღონისძიება უკვე ჩატარდა ქალთა და კაცთა შორის ქუჩის სკეიტბორდინგში. ქალთა შორის მედალი სამმა თინეიჯერმა მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონი 14 წლის იაპონელი კოკო იოშიზავა გახდა, ვერცხლი 15 წლის იაპონელმა ლიზ აკამამ დაიმსახურა, ბრინჯაოსმედალოსანი კი 16 წლის ბრაზილიელი რაისა ლეალი გახდა.


კაცთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი იაპონელი იუტო ჰორიგომე გახდა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები კი ამერიკელება მოიპოვეს - იაგერ იტონმა და ნაიჯა ჰასტონმა.



როგორ მუშაობს ოლიმპიური სკეიტბორდინგი?


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორი დისციპლინაა - ქუჩისა და პარკის.


ქუჩის დისციპლინაში ვხვდებით კიბეებსა და ხელის მოაჯირებს, სპორტსმენებს ორი 45-წამიანი რაუნდი ეძლევათ, რომ 5 ტრიუკი შეასრულონ, საუკეთესო რაუნდებისა და ტრიუკების შემსრულებლებს კი მაღალი ქულა ენიჭებათ.


პარკის დისციპლინაში სკეიტბორდინგის სპეციალური მოედანია მოწყობილი, სადაც მონაწილეებს სამი 45-წამიანი რაუნდი ეძლევათ და მათ ასევე გამორჩეული ტრიუკები უნდა შეასრულონ.


როგორია ამ სპორტის გეოგრაფია?


სკეიტბორდინგის გამოგონება ამერიკელებს მიეწერებათ, თუმცა როგორც აღვნიშნეთ ტოკიოს სადებიუტო ოლიმპიადამ იაპონელების დომინაციით ჩაიარა და წელსაც ასეა მოსალოდნელი. 


როგორც მიხვდით, ამ სპორტის სახეობის საშუალო ასაკი საკმაოდ დაბალია, თუმცა წლევანდელ ოლიმპიადაზე გამოსარჩევია ბრიტანელი ენდი მაკდონალდი, რომელიც 50 წლის ასაკშიც ახერხებს, რომ ახალგაზრდა სპორტსმენებს კონკურენცია გაუწიოს.


პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე სწორედ სკეიტბორდერია - 11 წლის ჩინელი ჟენგ ჰაოჰაო.


6 აგვისტოს პარკის დისციპლინაში ქალების ღონისძიება გაიმართება, 7 აგვისტოს კი - კაცების.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

იაპონია
ოლიმპიადა
ოლიმპიური თამაშები

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ევრო 2024, ორი ჩემპიონი UFC-ში - გამორჩეული წელი ქართულ სპორტში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ევრო 2024, ორი ჩემპიონი UFC-ში - გამორჩეული წელი ქართულ სპორტში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: უელსმა 18-მატჩიანი წაგებათა სერია იაპონიასთან დაასრულა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

VIDEO: უელსმა 18-მატჩიანი წაგებათა სერია იაპონიასთან დაასრულა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ქართული სპორტის 5 ტრიუმფი რუსების წინააღმდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქართული სპორტის 5 ტრიუმფი რუსების წინააღმდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი უტა აბე და იაპონური ტრიუმფი

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი უტა აბე და იაპონური ტრიუმფი
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

30 დეკ, 2024

ევრო 2024, ორი ჩემპიონი UFC-ში - გამორჩეული წელი ქართულ სპორტში

News image

13 ივლ, 2025

VIDEO: უელსმა 18-მატჩიანი წაგებათა სერია იაპონიასთან დაასრულა

News image

08 იან, 2025

ქართული სპორტის 5 ტრიუმფი რუსების წინააღმდეგ

News image

14 ივნ, 2025

ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი უტა აბე და იაპონური ტრიუმფი