მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ-სთან ჩატარებული მატჩის შემდეგ ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა თამაში შეაფასა.
"ჩვენ გაგვიმართა, ეს ყველასთვის აშკარაა. ვფიქრობ, ისინი უკეთესები იყვნენ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როცა მათ 3-4 კარგი შანსი ჰქონდათ.
მეორე ტაიმშიც ისინი კვლავ უკეთ თამაშობდნენ, ბევრჯერ დაარტყეს კარში ზუსტად, მაგრამ ძირითადად საჯარიმოს გარედან.
სწორედ ამიტომ ალისონს უწევდა მნიშვნელოვანი მოგერიებები. ბევრი კარგი მოთამაშე მყოლია აქამდე, მაგრამ არასდროს მსოფლიოში საუკეთესო მეკარე.
მან აჩვენა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა. ამ მატჩში გამარჯვება შესაძლოა იმაზე მეტია, ვიდრე ვიმსახურებდით." - განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
VIDEO: ალისონის სახელობის გამარჯვება - ლივერპული შინ უპირატესობით ბრუნდება
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები