ლივერპულის ნახევარმცველმა, დომინიკ სობოსლაიმ, ტოტენჰემთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ გუნდის თამაში და მიმდინარე სეზონში არსებული მდგომარეობა მკაცრად გააკრიტიკა.
„ეს უდიდესი იმედგაცრუებაა. არ ვიცი, რა მოხდა, სათქმელიც კი არაფერი მაქვს. ისევ ბოლო წუთზე... არ ვიცი, უკვე მერამდენედ მოხდა ეს ამ სეზონში. გონს უნდა მოვეგოთ.
VIDEO: ფრე ლივერპულთან - ტოტენჰემის წაგებათა სერია ენფილდზე დასრულდა
თავს დაცლილად ვგრძნობ. თუ ასე გაგრძელდა, მხოლოდ კონფერენს ლიგაზე მოხვედრით მოგვიწევს დაკმაყოფილება. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ ხდება ეს ყველაფერი.
ვფიქრობ, პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, თამაშს სრულად ვაკონტროლებდით და მეტოქეს მომენტებს თითქმის არ ვაძლევდით. მეორე ტაიმში კი სხვანაირად ვიმოქმედეთ. ყველაზე რთულ პერიოდს გავდივართ, მაგრამ ერთად უნდა დავდგეთ.
ფანებისგან სტვენა არ გამიგია, თუმცა მათი გაგება შეიძლება. ისე არ ვთამაშობთ, როგორც საჭიროა. მათ მხარი უნდა დაგვიჭირონ, რადგან გასულ სეზონში ჩემპიონობა დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გავინაღდეთ და მაშინ ყველა ბედნიერი იყო. დაგვიჭირეთ მხარი რთულ დროს. ჯერ კიდევ გვაქვს დრო ვაჩვენოთ, რამდენად გვინდა წარმატება. უნდა ვიბრძოლოთ ლივერპული ინტერესებისთვის“, – განაცხადა სობოსლაიმ Sky Sports-თან ინტერვიუში.