VIDEO: დამაჯერებელი გამარჯვება ოლდ ტრაფორდზე — მანჩესტერმა მესამე ადგილი გაიმყარა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 30-ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა შინ ასტონ ვილა დაამარცხა.
ოლდ ტრაფორდზე გამართული შეხვედრა 3:1 დასრულდა.
ოთხივე გოლი მაყურებელმა მეორე ტაიმში იხილა — თავის გამოჩენა კაზემირომ, კუნიამ და შეშკომ მოახერხეს, ვილადან კი ერთადერთი გოლი როს ბარკლიმ შეაგდო.
ასევე გამოსარჩევია ბრუნო ფერნანდეშის ორი საგოლე პასიც, რომელსაც პრემიერ ლიგის ამ გათამაშებაში 16 ასისტი დაუგროვდა და ყველა დროის რეკორდს (20), რომელიც ტიერი ანრის და კევინ დე ბრუინს ეკუთვნის, კიდევ უფრო მიუახლოვდა.
მანჩესტერმა 54 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე პოზიცია გაიმყარა, ვილა კი 51 ქულით მე-4 პოზიციას ინარჩუნებს.