ცნობილმა სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა სოციალურ ქსელში კრიშტიანუ რონალდუს გოლების რაოდენობაზე განცხადება გაავრცელა.
,,2023 წლის არაბთა კლუბების ჩემპიონთა თასი ყოველთვის იყო ჩვენს მონაცემთა ბაზაში. იმ ტურნირიდან კრიშტიანუ რონალდუს ექვსი გოლი აისახება მისი კარიერის განახლებულ ჩანართში.
967 გოლი - ეს არის რიცხვი და Sofascore-ზე სწორედ ამ ნიშნულზე დგას რონალდუ.
ჩვენ ვისმენთ ჩვენი საზოგადოების გამოხმაურებას. Sofascore კვლავ ერთგულია, ზუსტად აღრიცხოს რონალდუს ისტორიული გზის ყოველი ნაბიჯი 1000 გოლის ნიშნულისკენ.
და ეს ასე დარჩება, სანამ FIFA სხვაგვარად არ განაცხადებს." - წერია გვერდის განცხადებაში.
რონალდუს გოლებზე დებატები დაიწყო - 961 თუ 967?