Sky Sports-ის რეპორტიორმა, კავე სოლჰეკოლმა, ჩელსიში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. საინტერესოა, რომ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მის გვერდით კლუბის ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ჯოდი მორისიც იმყოფებოდა.
ამჟამინდელი მფლობელების ხელში ჩელსისთვის საქმეები ძალიან ცუდად მიდის. გულშემატკივრებს მოთმინების ფიალა აევსოთ და ამას უკვე მედიაც ხედავს. სოლჰეკოლმა დეტალურად მიმოიხილა ლიამ როსენიორის გუნდის წარუმატებელი სერია:
რაღაც რიგზე ვერ არის, ეს არ არის ჩელსი! ფეხბურთელების სხეულის ენა ბევრ რამეზე მეტყველებს. როცა სტემფორდ ბრიჯზე მიდიხარ, აღარ გეუფლება შეგრძნება, რომ ჩელსის საყურებლად მიხვედი. კლუბს რაღაც აკლია, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.
გარდა ამისა, ყოფილმა სკაუტმა მიკ ბრაუნმა აღნიშნა, რომ ჩელსის გასახდელში ატმოსფერო ტოქსიკური ხდება და შესაძლოა როსენიორმა ამას ვეღარ გაუძლოს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური წყაროების მიხედვით ჩელსი მას იტოვებს, ყველას კარგად ახსოვს, რომ წინა მწვრთნელების შემთხვევაშიც ასე ხდებოდა, სანამ მათ კლუბს არ დაატოვებინებდნენ.