ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ლიამ როსენიორმა, მანჩესტერ იუნაიტედთან შინ განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ინგლისელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ შედეგი თამაშის მიმდინარეობას საერთოდ არ ასახავდა და მის გუნდს უბრალოდ არ გაუმართლა.
VIDEO: მანჩესტერმა ჩელსის კუნიას გოლით მოუგო
„ეს ნამდვილად მძიმე შედეგია. მეტოქემ ჩვენი კარის მიმართულებით მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ზუსტად იმ დროს გაიტანეს, როცა ტრავმის გამო მოედანზე დროებით ათი მოთამაშით ვიყავით. სწორედ ეს გოლი აღმოჩნდა გადამწყვეტი.
ამის შემდეგ შეტევების ტალღა გვქონდა, ბურთს საჯარიმოში მუდმივად ვაწვდიდით, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ - რამდენჯერმე ბურთი ძელსაც მოხვდა. ახლა მთავარია, საკუთარი თავის შეცოდება შევწყვიტოთ და მუშაობა გავაგრძელოთ სიტუაციის გამოსასწორებლად.
„ხალხს არ უნდა იმის მოსმენა, თუ როგორ კარგად ვითამაშეთ და მაინც წავაგეთ. ჩვენ აქ მოსაგებად ვართ. თუმცა, პროცესი აჩვენებს, რომ თუ ასე გავაგრძელებთ, გამარჯვებები აუცილებლად მოვა. რეალობა ისაა, რომ იუნაიტედმა ერთადერთი დარტყმით მოიგო 1:0, რაც სხვა ვითარებაში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა როსენიორმა.