პეპ გვარდიოლამ არსენალთან დღევანდელ მატჩზე კომენტარი გააკეთა.
ამ მომენტისთვის ლონდონელები მეთოფეებს ცხრილში 6 ქულით უსწრებენ, თუმცა სიტის ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ანუ პოტენციურად სხვაობა სამი ქულაა, რისი აღმოფხვრაც დღეს სიტის ურთიერთშეხვედრაში შეუძლია, რაც საჩემპიონო ბრძოლას უკიდურესად დაძაბავს.
არსენალი VS მანჩესტერ სიტი: ეტიჰადის წყევლა და დეჟავიუ საჩემპიონო რბოლაში
თუ დღეს წავაგებთ, მიკელ არტეტას ხელს ჩამოვართმევ და ლოცვას დავიწყებ იმაზე, რომ არსენალმა დარჩენილი 5-ვე მატჩი წააგოს იმისთვის, რომ ჩვენ გავჩემპიონდეთ.
თუმცა, არამგონია ეს მოხდეს. ამიტომ უნდა ვცადოთ და დღევანდელი მატჩი მოვიგოთ.
მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე სტადიონ ეტიჰადზე დაიწყება.