• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
არსენალი VS მანჩესტერ სიტი: ეტიჰადის წყევლა და დეჟავიუ საჩემპიონო რბოლაში
ფეხბურთიფეხბურთი

არსენალი VS მანჩესტერ სიტი: ეტიჰადის წყევლა და დეჟავიუ საჩემპიონო რბოლაში

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ არსენალს პრემიერ ლიგის ცხრილში ისეთი უპირატესობა ჰქონდა, რომ 33-ე ტურში მანჩესტერ სიტისთან მატჩი მხოლოდ სტატუსური დაპირისპირება ეგონათ და არანაირად არა საჩემპიონო მნიშვნელობის.


თუმცა, მიკელ არტეტას გუნდმა მთელი მარაგი გაანიავა და ახლა ეს სეზონის მთავარი შეხვედრაა - „მეთოფეები“ დაკარგული ქულებით სიტის მხოლოდ 3 ქულით უსწრებენ.


მანჩესტერ სიტი - არსენალი

სტადიონი ეტიჰადი, მთავარი არბიტრი ენტონი ტეილორი

თბილისის დროით 19:30


არსენალს საჩემპიონო დეჟავიუს განცდა აქვს, რადგან ბოლო წლებში ტიტული სწორედ ეტიჰადზე წარუმატებლობის გამო ორჯერ დათმო:


სეზონი 2022/23: იმედგაცრუება 7-მატჩიანი სერიის შემდეგ


2023 წლის აპრილის დასაწყისში არსენალი სიტის 5 ქულით უსწრებდა და ზედიზედ 7 მატჩი ჰქონდა მოგებული. თუმცა, 30-ე ტურიდან ყველაფერი თავდაყირა დადგა: ლივერპულთან და ვესტ ჰემთან 2:0-დან გაშვებული გამარჯვებები და 33-ე ტურში ეტიჰადზე განცდილი სასტიკი მარცხი (1:4). ამის შემდეგ ლონდონელები ფსიქოლოგიურად გატყდნენ და ტიტული გვარდიოლას გუნდს დარჩა.


სეზონი 2023/24: სტაბილურობის ნაკლებობა ფინიშზე


გასულ სეზონში არსენალმა ზამთრის პაუზის შემდეგ ფანტასტიკური სერია დადო (16 მოგება 18 მატჩში), მაგრამ სიტი კიდევ უფრო ძლიერი აღმოჩნდა. 30-ე ტურში ეტიჰადზე ნათამაშები მოსაწყენი 0:0-ის შემდეგ, არტეტას გუნდმა ტემპს ვერ გაუძლო, ასტონ ვილასთან წააგო (0:2) და საბოლოოდ ჩემპიონობას 2 ქულით ჩამორჩა.



ეტიჰადის წყევლა: 11 წელი მოგების გარეშე


არსენალისთვის მანჩესტერული სტადიონი ბოლო ათწლეულის ყველაზე უიღბლო ადგილია. „მეთოფეებმა“ იქ ბოლოს 2015 წლის 18 იანვარს მოიგეს (2:0), როცა გუნდს ჯერ კიდევ არსენ ვენგერი წვრთნიდა, გოლები კი კასორლამ და ჟირუმ გაიტანეს.


მას შემდეგ არსენალის ყოველი ვიზიტი სიტისთან კოშმარია: 


  • 8 მარცხი და 3 ფრე


  • 2020-2023 წლებში ზედიზედ 4 წაგება საერთო ანგარიშით - 0:10.


  • პეპ გვარდიოლასთან წაგებების სერია მხოლოდ ბოლო ორ შეხვედრაში შეწყდა (0:0 და 2:2).


ახლა არსენალს მხოლოდ გამარჯვება დაამშვიდებს. თუ გუნდები სეზონს თანაბარი ქულებით დაასრულებენ, ჩემპიონი ბურთების შეფარდებით გამოვლინდება. ამ მომენტისთვის არტეტას გუნდს მცირე უპირატესობა აქვს: +38 პეპის +35-ის წინააღმდეგ.


სავარაუდო შემადგენლობები:


მანჩესტერ სიტი: დონარუმა - ნუნეში, ხუსანოვი, გეჰი, ო'რაილი - როდრი, ბერნარდუ სილვა, შერკი - სემენიო, ჰალანდი, დოკუ


არსენალი: რაია - ტიმბერი, სალიბა, გაბრიელი, ჰინკაპიე - რაისი, სუბიმენდი, ეზე - საკა, გიოკერეში, ტროსარი.



ამ სეზონში გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ: პრემიერ ლიგაში ლონდონში გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ლიგის თასის ფინალში კი, დაახლოებით ერთი თვის წინ, სიტიმ 2:0 მოიგო.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

არსენალი
არტეტა
მან სიტი
ინგლისი
პეპ გვარდიოლა
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რატომ ვერ აჩერებს არსენალი სიტის? საჩემპიონო რბოლის კულმინაცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ ვერ აჩერებს არსენალი სიტის? საჩემპიონო რბოლის კულმინაცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ევერტონი ლივერპულის წინააღმდეგ: არის ეს ბოლო 20 წლის ყველაზე დიდი დერბი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ევერტონი ლივერპულის წინააღმდეგ: არის ეს ბოლო 20 წლის ყველაზე დიდი დერბი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გვარდიოლა: „დღეს თუ წავაგეთ, ლოცვის გაძლიერება მომიწევს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გვარდიოლა: „დღეს თუ წავაგეთ, ლოცვის გაძლიერება მომიწევს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როსენიორი: „იუნაიტედმა კარში ერთხელ დაარტყა და მოიგო"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როსენიორი: „იუნაიტედმა კარში ერთხელ დაარტყა და მოიგო"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

რატომ ვერ აჩერებს არსენალი სიტის? საჩემპიონო რბოლის კულმინაცია

News image

1 სთ წინ

ევერტონი ლივერპულის წინააღმდეგ: არის ეს ბოლო 20 წლის ყველაზე დიდი დერბი?

News image

5 სთ წინ

გვარდიოლა: „დღეს თუ წავაგეთ, ლოცვის გაძლიერება მომიწევს"

News image

4 სთ წინ

როსენიორი: „იუნაიტედმა კარში ერთხელ დაარტყა და მოიგო"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება