ბოლო მომენტში თუ რაიმე არ შეიცვალა, გოლდენ სტეიტ უორიორსის მთავარი მწვრთნელი სტივ კერი სავარაუდოდ მომავალ სეზონში გუნდში აღარ დაბრუნდება.
NBA-ის წრეებში მიიჩნევენ, რომ ვერანაირი თანხა ვერ დაარწმუნებს კერს დარჩენაში და აზრის შეცვლისთვის საჭირო იქნება, მისი მხრიდან „თავის როლზე განახლებული რწმენა“, რადგან ფრენჩაიზი მომავლის გათვლაზე გადადის.
ლეგენდარულმა მწვრთნელმა გოლდენ სტეიტ უორიორსთან ერთად 12 სეზონში 4 ტიტული მოიგო.
კევინ ო'კონორის ინფორმაციით, თუ კერი არ დაბრუნდება, უორიორსი ფლორიდის უნივერსიტეტის მთავარი მწვრთნელის, ტოდ გოლდენის დამატებას შეეცდება.
ტიმ კავაკამის ცნობით, შესაძლო წასვლის შემთხვევაში, ანდრე იგუდალა და მაიკ ბრაუნი ასევე განიხილებიან როგორც კერის პოტენციური შემცვლელები.
სტივ კერის ემოციური მიმართვა სტეფ კარისა და დრეიმონდ გრინს