UFC 328-ს მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს საშუალო წონის ქამრისთვის ხამზატ ჩიმაევი და შონ სტრიკლენდი დაუპირისპირდნენ.
ბრძოლა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა და საბოლოოდ, ამერიკელმა მებრძოლმა მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
ჩიმაევმა თავისი ცნობილი ჭიდაობა დიდად ვერ გამოიყენა, ამერიკელმა თავი ბრწყინვალედ დაიცვა და დარტყმების გაცვლაში ფავორიტ მეტოქეს აჯობა კიდეც.
ამრიგად, სტრიკლენდმა 2024 წლის იანვარში დრიკუს დუ პლესისთან ბრძოლაში დაკარგული საჩემპიონო ქამარი კვლავ დაიბრუნა. ტიტულისთვის ბრძოლებში მას UFC-ში სტატისტიკა 2:2-ზე გაუხდა (ადესანიას და ჩიმაევს მოუგო, დუ პლესისთან კი ორჯერ დამარცხდა).
სხვა საჩემპიონო ბრძოლაში ჯოშუა ვენმა იაპონელი ტაცურო ტაირა ნოკაუტით დაამარცხა და წინა ბრძოლაში ალეშანდრე პანტოჟას ტრავმით მოპოვებული ქამარი პირველად, წარმატებით დაიცვა.