ანალიტიკურმა ვებ-გვერდმა Opta-მ პრემიერ ლიგის პირველი ტურის ათივე მატჩზე სუპერკომპიუტერის პროგნოზები გამოაქვეყნა.
პირველი ტურის ყველაზე დიდ ფავორიტად ლივერპული არის მიჩნეული, რომლის ბორნმუთთან გამარჯვების შანსი 69.4%-ით არის შეფასებული.
გასვლით შეხვედრაში ყველაზე დიდი ფავორიტი მანჩესტერ სიტია, რომლის მოგებასაც ვულვზთან სუპერკომპიუტერი 62.2%-ით აფასებს.
პროცენტულად ყველაზე თანაბარი ლიდსისა და ევერტონის წყვილია. ლიდსის მოგების შანსი 40.1% არის, ევერტონის - 33.3%, ფრედ დასრულების ალბათობა კი 26.6% გახლავთ.
პრემიერ ლიგის 2025-26 წლების სეზონი სტარტს დღეს ენფილდზე, ლივერპულისა და ბორნმუთის მატჩით აიღებს.
ვინ მოიგებს პრემიერ ლიგას? სუპერკომპიუტერის პროგნოზი
