ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი სტენ ვავრინკა დოპინგ-სკანდალის გამო იანიკ სინერის 3-თვიან დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა.
როგორც იცით, მსოფლიო რეიტინგის ლიდერს დღეს 3-თვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, იმის გამო, რომ მას ბრალი დოპინგ ტესტზე ორჯერ ჩავარდნაში დაედო. თავად იტალიელი ამტკიცებდა, რომ ეს მისი მწვრთნელების შეცდომა იყო და საბოლოოდ, კომიტეტს 3-თვიან დისკვალიფიკაციაზე დათანხმდა.
„სუფთა სპორტის აღარ მჯერა." - წერს ვავრინკა სოციალურ ქსელში.