ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში გამართულ ტაეკვონდოს კადეტთა ევროპის გრან პრიზე, ნიკა ალოიანმა საპრიზო ადგილი დაიკავა.
ქართველმა სპორტსმენმა, 57 კგ. წონითი კატეგორიის მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში, უკრაინელ მეტოქეს აჯობა და ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
შეგახსენებთ, ნოემბრის ბოლოს შვეიცარიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიგო - ნიკა გოგობერიძემ და ზურა კინწურაშვილმა ბრინჯაოს მედლები.