• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
თანზილოვმა უელმეიკერთან გამარჯვების მთავარი მიზეზი დაასახელა
ქართულიქართული
UFCUFC

თანზილოვმა უელმეიკერთან გამარჯვების მთავარი მიზეზი დაასახელა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ოთარ თანზილოვმა UFC Fight Night-ზე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.


ქართველმა მებრძოლმა ლას ვეგასში მალკოლმ უელმეიკერი თავში ფეხის დარტყმით ნოკაუტში ჩააგდო და UFC-ში პირველი გამარჯვება იზეიმა.


სწორედ ასეთი შთაბეჭდილების მოხდენა სურდა თანზილოვს (11-2 MMA, 1-1 UFC) რამდენიმე თვის წინ, როდესაც ორგანიზაციაში დებიუტი ჰქონდა, თუმცა საბოლოო შედეგის გათვალისწინებით, დაგვიანებული წარმატებითაც კმაყოფილია.


ბრძოლის დასრულების შემდეგ თანზილოვი მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა.


„ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული ყველაფრისთვის, რასაც მეტოქე შემომთავაზებდა. უნდა დავაფასო ისიც, რომ რამდენჯერმე კარგად მომარტყა.


პირველ რაუნდში რამდენიმე ძლიერი დარტყმა მივიღე და მისი ძალა ვიგრძენი. ძალიან ძლიერად ურტყამს, თუმცა ამ ყველაფერს გავუძელი.


მოვახერხე მისი სტილის გაშიფვრა და დისტანციის სწორად განსაზღვრა. როგორც კი მისი დისტანცია დავარღვიე და შეტევაზე გადავედი, დავინახე, რომ საპასუხოდ ვეღარაფერს მთავაზობდა. სწორედ ამიტომ შევძელი მისი ნოკაუტში ჩაგდება.


ბრძოლის განმავლობაში თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. ეს ყველაფერი ჩემი მწვრთნელების, მათეოსის, არტემისა და ლევანის დამსახურებაა. ერთად ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მეტოქის კარგად შესწავლას დიდი დრო დავუთმეთ.


ბრძოლისთვის მზად ვიყავი და თავს კარგად ვგრძნობდი. ვიცი, რომ პირველი რაუნდი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მაგრამ მეორე რაუნდში უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ ზუსტად მოვარტყამდი, მეტოქე ძირს დაეცემოდა“, - განაცხადა თანზილოვმა.


28 წლის ქართველმა მებრძოლმა UFC-ში დებიუტი ივნისში გამართა, როდესაც შეინ კოლინსთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.


ის შეხვედრა არცერთი მებრძოლის მხრიდან განსაკუთრებული სანახაობით არ გამოირჩეოდა.


შესაძლოა, სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ბოლო დაპირისპირებაშიც თანზილოვი აუტსაიდერად მიიჩნეოდა.


თუმცა ქართველი მებრძოლი ბედნიერია, რომ გულშემატკივრებს საკუთარი შესაძლებლობების რეალური დონე აჩვენა.


„ბევრი ადამიანი არ მიცნობდა. მათ არ იცოდნენ ჩემი სტილი და ის, თუ რისი გაკეთება შემიძლია ოქტაგონზე. თუმცა ადამიანებმა, რომლებიც მიცნობენ და ჩემთან ერთად მუშაობენ, ძალიან კარგად იციან ჩემი შესაძლებლობები.


მცირე ტრავმები მაწუხებდა. მუხლები მტკიოდა და ოპერაციაც გავიკეთე. ახლა ეს პრობლემები აღარ მაქვს.


მინდა ყველა გულშემატკივარს ვუთხრა: მე დავბრუნდი! აქ ვარ და ძალიან სანახაობრივ ბრძოლებს გაჩვენებთ. უბრალოდ მიყურეთ!


ადრე ბრძოლებში ჭიდაობასა და პარტერში მუშაობას იმიტომ ვანიჭებდი უპირატესობას, რომ მუხლები მტკიოდა. ახლა ტკივილი აღარ მაწუხებს და ყველას დავუმტკიცებ, რომ ნებისმიერი მეტოქის დასრულება შემიძლია, ვისაც ჩემ წინააღმდეგ დააყენებენ“, - აღნიშნა ქართველმა მებრძოლმა.


რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თანზილოვისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის დაუპირისპირდება ან როდის გამართავს მომდევნო ბრძოლას.


გადაწყვეტილება UFC-ზეა დამოკიდებული, თუმცა ქართველი მებრძოლი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ოქტაგონზე უმოკლეს დროში დაბრუნდეს.


„თუ საჭირო იქნება, მზად ვარ მომდევნო თვეშიც ვიბრძოლო“, – განაცხადა თანზილოვმა.


VIDEO: თანზილოვის საოცარი ნოკაუტი და ქართველის საღამოს პერფორმანსი

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

MMA
ოთარ თანზილოვი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

სეხუდოს რჩევა დვალიშვილს პიოტრ იანთან ბრძოლის წინ

•UFC

UFC

სეხუდოს რჩევა დვალიშვილს პიოტრ იანთან ბრძოლის წინ
•UFC

UFC

VIDEO: თანზილოვის საოცარი ნოკაუტი და ქართველის საღამოს პერფორმანსი

•ქართული

ქართული

VIDEO: თანზილოვის საოცარი ნოკაუტი და ქართველის საღამოს პერფორმანსი
•ქართული

ქართული

რა შეცდომები დაუშვა ილიამ გეიჯისთან - მასვიდალი ქართველი მებრძოლის გამოსვლას აანალიზებს

•UFC

UFC

რა შეცდომები დაუშვა ილიამ გეიჯისთან - მასვიდალი ქართველი მებრძოლის გამოსვლას აანალიზებს
•UFC

UFC

,,მერაბი ასეთ კარგ ფორმაში არასდროს ყოფილა" - დვალიშვილის მწვრთნელი

•ქართული

ქართული

,,მერაბი ასეთ კარგ ფორმაში არასდროს ყოფილა" - დვალიშვილის მწვრთნელი
•ქართული

ქართული

News image

10 ოქტ, 2026

სეხუდოს რჩევა დვალიშვილს პიოტრ იანთან ბრძოლის წინ

News image

11 ოქტ, 2026

VIDEO: თანზილოვის საოცარი ნოკაუტი და ქართველის საღამოს პერფორმანსი

News image

17 სთ წინ

რა შეცდომები დაუშვა ილიამ გეიჯისთან - მასვიდალი ქართველი მებრძოლის გამოსვლას აანალიზებს

News image

1 სთ წინ

,,მერაბი ასეთ კარგ ფორმაში არასდროს ყოფილა" - დვალიშვილის მწვრთნელი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება