საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სპორტულ კარატეში საერთაშორისო ტურნირი Tbilisi Open მიმდინარეობს.
შეჯიბრებაში შვიდი ქვეყნის 500-ზე მეტი კარატისტი მონაწილეობს.
ტურნირს საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი დაესწრნენ. სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეთერ ლიპარტელიანი ფედერაციის პირველი საპატიო წევრი გახდა.
მან საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული გუნდური ბრინჯაოსა და მსოფლიო პირველობის საგზურის აღსანიშნავად სპეციალური სერტიფიკატები გადასცა.
Tbilisi Open-ზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ასაკობრივი ნაკრები გუნდები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ.
თბილისის ღია პირველობა დღეს, 15 ნოემბერს დასრულდება.