ერიკ ტენ ჰაგი მომავალი სეზონიდან ტვენტეს ტექნიკური დირექტორი იქნება.
55 წლის სპეციალისტი ტვენტეს 1 თებერვალს შეუერთდება. ის კონტრაქტს 2028 წლის შუა პერიოდამდე მოაწერს ხელს.
2026–2027 წლების სეზონიდან ტენ ჰაგი მოქმედ ტექნიკურ დირექტორს, იან სტრეუერს ჩაანაცვლებს, რომელმაც ახლახან განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას ასრულებს.
ნიდერლანდელი უკვე ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად იმუშავებს ტვენტეს საფეხბურთო სტრუქტურაში.
ტენ ჰაგი ბრუნდება კლუბში, სადაც მისი პროფესიული კარიერა დაიწყო. ფეხბურთელის რანგში მან ტვენტეში დიდ წარმატებებს მიაღწია და სწორედ აქ დაიწყო სამწვრთნელო საქმიანობაც.
აიაქსისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი თავკაცი ბოლოს ლევერკუზენში მუშაობდა, სადაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მალევე გაათავისუფლეს.