ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ეგიდით, დიდ დედაქალაქურ დერბიში იბერია 1999 დინამო თბილისს მასპინძლობს.
მატჩის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათი რჩება და გუნდების შემადგენლობები ცნობილია.
იბერია 1999 (4-2-3-1): მაკარიძე - ქობულაძე, ჩანჩარი, ჯინჯოლავა, ტიბუე - ქარდავა, კუცია - კაფე, სიხარულაშვილი, ნაჭყებია - ძაგანია.
დინამო თბილისი (4-1-4-1): ფლორესი - ფსალტისი, კურდიჩი, უგრეხელიძე, პურზიტიდისი - კანკავა - სანტოსი, ნინუა, ოსეი, ტეიშეირა - ხარაიშვილი.
იბერიელებს დისკვალიფიცირებული ალექსანდრე ამისულაშვილის გარდა, რომელიც ისედაც სანაკრებო შეკრებაზეა, ვაჰიდ სელიმოვიჩი (ლუქსემბურგის ნაკრებშია), ვახო ბედოშვილი და ანდრია ბართიშვილი აკლია. დინამოს მხრიდან თამაშში მონაწილეობას 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი, ჰალიდ დოლტმურზიევი ვერ იღებს.
ცხრილში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, დერბიში გამარჯვებული ერთპიროვნულ ლიდერობას მოიპოვებს, ხოლო ფრეზე იბერია 1999, დინამო ბათუმთან ერთად, თანალიდერი გახდება.
შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 19:00 საათიდან იწყება. პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა ეროვნული ლიგის Youtube არხზეა შესაძლებელი.
ფოტო: იბერია 1999
თბილისური დერბის ოქროს ქულები - რატომაა დღევანდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანი?