• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
თეთრი სახლის ტურნირს წვიმა აღარ ემუქრება
UFCUFC

თეთრი სახლის ტურნირს წვიმა აღარ ემუქრება

09 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

UFC-ის პრეზიდენტის, დანა ვაითის შეშფოთება თეთრ სახლში დაგეგმილ ისტორიულ ტურნირთან დაკავშირებით ახალმა ამინდის პროგნოზმა მნიშვნელოვნად შეამცირა.


მომავალ კვირას UFC 250-ის უნიკალური საღამო თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე, ღია ცის ქვეშ უნდა გაიმართოს. მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივართა ნაწილი ღონისძიების პოლიტიკურ სარჩულზე ნერვიულობდა, ორგანიზატორები აქცენტს მხოლოდ სპორტულ მხარეზე აკეთებენ.


ვაითის კოშმარი და ახალი სინოპტიკური მონაცემები


ღია ცის ქვეშ ჩასატარებელი ტურნირის გამო ყველაზე მეტად UFC-ის ვეტერანი კომენტატორი, ჯო როგანი ნერვიულობდა. თავდაპირველი პროგნოზით, კვირა საღამოს ჭექა-ქუხილის 39-პროცენტიანი შანსი არსებობდა, რაც ორგანიზაციისთვის ნამდვილი კოშმარი იქნებოდა, რადგან დანა ვაითის განცხადებით, ბრძოლებს მხოლოდ მეხის დაცემის საფრთხე თუ ჩაშლიდა.


AccuWeather-ის ბოლო განახლებით, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - წვიმის საფრთხე გაქრა, თუმცა წინ კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა, აუტანელი სიცხეა. სინოპტიკოსები კვირა საღამოსთვის 106 გრადუს ფარენჰეიტს (დაახლოებით 41 გრადუს ცელსიუსს) და ექსტრემალურად მაღალ ულტრაიისფერ ინდექსს პროგნოზირებენ.


ექსტრემალური სიცხე და სპორტსმენების რეაქცია


ეს სიახლე ორგანიზატორებისთვის შვებაა, თუმცა თავად მებრძოლებისთვის ღია ცის ქვეშ და ასეთ სიცხეში ასპარეზობა მძიმე გამოცდა იქნება. გულშემატკივრები სოციალურ ქსელში უკვე წერენ, რომ ორგანიზაციამ სპორტსმენების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენა. თუმცა, ჩემპიონმა შონ ო'მალიმ ორგანიზაცია დაიცვა და აღნიშნა, რომ ყველა მებრძოლმა წინასწარ იცოდა, თუ რა პირობებში მოუწევდათ ჩხუბი.


შეგახსენებთ, რომ საღამოს მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრებს გააერთიანებენ, ხოლო კო-მეინ ივენთზე ალექს პერეირა სერილ განთან მძიმე წონის დროებითი ტიტულისთვის იჩხუბებს. ექსტრემალური პირობებისთვის მოსამზადებლად გეიჯიმ საწვრთნელ პროცესში საუნის აქტიური გამოყენება უკვე დაიწყო.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

MMA
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ცნობილია თუ როდის დაბრუნდება მაკგრეგორი ოქტაგონზე

•UFC

UFC

ცნობილია თუ როდის დაბრუნდება მაკგრეგორი ოქტაგონზე
•UFC

UFC

ვის შეხვდება არმან ცარუკიანი სატიტულო ბრძოლამდე?

•UFC

UFC

ვის შეხვდება არმან ცარუკიანი სატიტულო ბრძოლამდე?
•UFC

UFC

ჯეიკ პოლი დანა უაითს ღიად უპირისპირდება

•UFC

UFC

ჯეიკ პოლი დანა უაითს ღიად უპირისპირდება
•UFC

UFC

კონორ მაკგრეგორმა დაბრუნების თარიღი გაამჟღავნა

•UFC

UFC

კონორ მაკგრეგორმა დაბრუნების თარიღი გაამჟღავნა
•UFC

UFC

News image

27 ივლ, 2026

ცნობილია თუ როდის დაბრუნდება მაკგრეგორი ოქტაგონზე

News image

8 სთ წინ

ვის შეხვდება არმან ცარუკიანი სატიტულო ბრძოლამდე?

News image

8 სთ წინ

ჯეიკ პოლი დანა უაითს ღიად უპირისპირდება

News image

8 სთ წინ

კონორ მაკგრეგორმა დაბრუნების თარიღი გაამჟღავნა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება