• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
"თითოეული ჩვენგანი ვმუშაობთ, რომ წარმატებულ გზაზე დავბრუნდეთ" - კიტეიშვილი
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"თითოეული ჩვენგანი ვმუშაობთ, რომ წარმატებულ გზაზე დავბრუნდეთ" - კიტეიშვილი

18 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპის ბოლო შეხვედრის წინ, ბულგარეთსა და საქართველოს შორის, ვილი სანიოლთან ერთად, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ოთარ კიტეიშვილი იმყოფებოდა და მედიასთან კომენტარი გააკეთა.


"საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე განსხვავებული მოლოდინები გვქონდა, თუმცა არსებული მდგომარეობა ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ერთად უნდა ვიპოვოთ, და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. განსაკუთრებით ამ შეკრებაზე იგრძნობა, რომ ერთი მიზანი გვაქვს - დავბრუნდეთ წარმატებულ გზაზე. გუნდის თითოეული წევრი მზად არის ამაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

გიორგი ჩაკვეტაძე განსაკუთრებული ფეხბურთელია. კარიერის დასაწყისში, დინამოს შემადგენლობაში, ერთად გვიწევდა თამაში და კარგად ვიცით ერთმანეთის თვისებები. ტრავმები ფეხბურთის ნაწილია და სამწუხაროდ ხშირად ხდება. რა თქმა უნდა, ჩაკვეტაძე უდიდესი დანაკლისია და ყველას გვინდა, რომ ჩვენთან ერთად იყოს, თუმცა გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან მოედანზე მაქსიმუმი გამოავლინონ და წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები", - თქვა კიტეიშვილმა.


გრაცის შტურმის ვიცე-კაპიტანმა ნაკრებში 50-ე შეხვედრა ესპანეთთან ჩაატარა - აქტივში 4 გოლი და 9 ასისტი აქვს. ჩვენი ნაკრების ისტორიაში მასზე მეტი საგოლე პასი 3 ფეხბურთელს აქვს - გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას (10-10) და ყველა დროის რეკორდსმენ გოჩა ჯამარაულს (14).


ბულგარეთისა და საქართველოს ეროვნული გუნდები სოფიის ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 23:45 საათიდან ითამაშებენ.


გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ მე-10 ურთიერთშეხვედრას გამართავენ - 3 მოგება ჩვენ, 4 ბულგარელებს და 2 ფრე.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

საქართველო
საქართველოს ეროვნული ნაკრები
ოთარ კიტეიშვილი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ბოლო სატესტო მატჩი - სამგურალმა თურქულ შეკრებაზე ყაზახურ კლუბთან ითამაშა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ბოლო სატესტო მატჩი - სამგურალმა თურქულ შეკრებაზე ყაზახურ კლუბთან ითამაშა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: საგოლე შეტევა წამოიწყო, შემდეგ გააძევეს - მორჩილაძეს რიეკაში ევროდებიუტი ჰქონდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: საგოლე შეტევა წამოიწყო, შემდეგ გააძევეს - მორჩილაძეს რიეკაში ევროდებიუტი ჰქონდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

1/2 ფინალში პირველი ადგილით - ბორჯღალოსნებმა ესპანეთი დაამარცხეს

•ქართული

ქართული

1/2 ფინალში პირველი ადგილით - ბორჯღალოსნებმა ესპანეთი დაამარცხეს
•ქართული

ქართული

ქართველი ბრიტანულ F4-ში - მათე კობახიძე Xcel Motorsport-ს შეუერთდა

•ქართული

ქართული

ქართველი ბრიტანულ F4-ში - მათე კობახიძე Xcel Motorsport-ს შეუერთდა
•ქართული

ქართული

News image

20 თებ, 2026

VIDEO: ბოლო სატესტო მატჩი - სამგურალმა თურქულ შეკრებაზე ყაზახურ კლუბთან ითამაშა

News image

20 თებ, 2026

VIDEO: საგოლე შეტევა წამოიწყო, შემდეგ გააძევეს - მორჩილაძეს რიეკაში ევროდებიუტი ჰქონდა

News image

21 თებ, 2026

1/2 ფინალში პირველი ადგილით - ბორჯღალოსნებმა ესპანეთი დაამარცხეს

News image

20 თებ, 2026

ქართველი ბრიტანულ F4-ში - მათე კობახიძე Xcel Motorsport-ს შეუერთდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება